უცხო ქვეყნის მოქალაქე სარფის საბაჟოზე ათობით ათასი ლარის ღირებულების არადეკლარირებული სამკაულის შემოტანას ცდილობდა

14 ნოემბერი 2023, 11:10 1020 ნახვა

2 კოლოგრამამდე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობა აღკვეთეს მებაჟე ოფიცრებმა სარფში.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილისა და მისი ფიზიკური დათვალიერების შედეგად არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.

მოქალაქეს მცირე ზომის 6 შეფუთვაში მოთავსებული ოქროს ნაკეთობები ტანსაცმელში მალულად ჰქონდა განთავსებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი