საქართველოსა და საფრანგეთის კულტურის მინისტრების შეხვედრა

14 ნოემბერი 2023, 11:03 487 ნახვა

პარიზში საქართველოსა და საფრანგეთის კულტურის მინისტრების შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა განიხილეს როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, ისე სამუზეუმო და საფესტივალო სფეროებისა და სახელოვნებო განათლების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები და ორი ქვეყნის თანამშრომლობის გეგმები.

ფრანგულმა მხარემ გამოხატა ინტერესი და მზადყოფნა, რომ ეწვიოს საქართველოს, გაეცნონ მუზეუმებს და საფრანგეთშიც გაიმართოს ერთობლივი გამოფენები.

საუბარი ასევე შეეხო ლევილის მამულში წარმატებით განხორციელებულ სამუშაოებს, გეგმებსა და პერსპექტივებს. კულტურის მინისტრმა ფრანგი კოლეგა საქართველოში საპასუხო ვიზიტით მოიწვია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი