„ჭაობი აკადემია“ - ამ სახელწოდებით მირიან ორაგველიძის სტუდენტური ფილმის პრემიერა გაიმართა ბათუმში. ფილმი მზრუნველობა მოკლებული მოზარდების ცხოვრებას და გადარჩენისთვის მათ ბრძოლას ასახავს.
ფილმი, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის - მირიან ორაგველიძის პირველი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია. მასში ძირითადად არაპროფესიონალი მსახიობები და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობენ.
ფილმის ფრაგმენტები ზაზა ხალვაშის სახელოსნოშია გადაღებული.