ლაითურში 700 მსჯავრდებულზე გათვლილი ევროპული სტანდარტების პენიტენციური დაწესებულება გაიხსნა

14 ნოემბერი 2023, 09:09 560 ნახვა

ლაითურში, 700 მსჯავრდებულზე გათვლილი ევროპული სტანდარტების პენიტენციური დაწესებულება გაიხსნა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დაწესებულება მორგებულია მსჯავრდებულთა და თანამშრომელთა საჭიროებებს, სადაც  მსჯავრდებულებს სწავლის საშუალებაც ექნებათ.

ლაითურის ციხე მცირე ზომის, უმაღლესი ევროპული სტანდარტების შესაბამისი პირველი დაწესებულებაა.

დიდი ზომის ციხეების მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულებით ჩანაცვლება იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტია და მიზანი ქართული პენიტენციური სისტემის ევროპულ სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოებაა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი