ზამთრის საბურავებით გადაადგილების ინიციატივა

13 ნოემბერი 2023, 14:59 606 ნახვა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა შს სამინისტროს ინიციატივას. საუბარია ზამთრის პერიოდში ე.წ. ზამთრის საბურავების მქონე ავტომობილებით გადაადგილების ვალდებულებაზე.  

ცვლილება 1 დეკემბრიდან შედის ძალაში და  1-ელ მარტამდე,  დადგენილ ზონებში,  უღელტეხილებსა და    მაღალმთიან  რეგიონებში დაწესდება მოთხოვნა, რომ სატრანსპორტო საშუალებას ოთხივე ბორბალი აღჭურვილი ჰქონდეს ზამთრის საბურავით. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი ამ მოთხოვნას არ შეასრულებს, მას დაეკისრება ჯარიმა 100 ლარი,  მართვის მოწმობაზე კი  5 ქულა დააკლდება. 

განსაკუთრებულ შემთხვევაში მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, ორ ბორბალზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების ქონის ვალდებულება იარსებებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი