ნიკა მელია, რომელიც 1 წელია , განსაკუთრებით კი ხაბეიშვილის თავმჯდომარეობის შემდეგ საკუთარ თანაპარტიელებთან დაპირისპირებაშია, ახლა ერთობის მომხრეა. აქვს სურვილი, რომ შეიქმნას ნდობის უფლებამოსილი საბჭო, რომელიც მისი აზრით გახდება გადაწყვეტილების მიმღები და დაეფუძნება პარიტეტულ საწყისებს.თუმცა მიუხედავად ამ სურვილისა, ამბობს, რომ პარტია გახლეჩილი და უსუსურია, რაც მისი შეფასებით ახალი მენეჯმენტის დამსახურებაა. ვინ ემხრობა ერთობას პარტიაში, და ვისთვის არის მიუღებელი მელიას შემუშავებული პეტიცია - თემის დეტალები თამუნა ხოზრევანიძის რეპორტაჟში.