ახალი რეგულაციები, რომლებიც განსაკუთრებით მძღოლებს გეხებათ. პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე პერიოდში აუცილებელი იქნება ზამთრის საბურავებით გადაადგილება.
კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, საუბარია მაღალმთიან რეგიონებსა და პრობლემურ მონაკვეთებზე. ჯერ უცნობია, გავრცელდება თუ არა ახალი წესი თბილისსა და სხვა ქალაქებზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი კონკრეტულ ზონებში სპეციალური ჯაჭვების მოძრაობით ვალდებულებას ითვალისწინებს.