ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დავადგინოთ ადამიანები, ვინც კირბალში უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა - ალექსანდრე დარახველიძე

10 ნოემბერი 2023, 14:05 482 ნახვა

ყველაფერს ვაკეთებთ, რათა როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ასევე იმ მტკიცებულებებით, რომელიც შეიძლება, შეიკრიბოს, დავადგინოთ ადამიანები, ვინც კირბალში უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ტარდება შესაბამის საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის ექსპერტიზები.

„ძალიან მძიმე ფაქტს ჰქონდა ადგილი და მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს. თითოეული ქართველისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის არის ძალიან დიდი ტკივილი. ტრაგიკულ მოვლენა მოხდა; მოკლეს ჩვენი თანამოქალაქე და ერთი ადამიანი გაიტაცეს. განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენი ერთი მოქალაქე, რომელიც იყო ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტყვეობაში, მომხდარიყო მისი გადმოცემა და გათავისუფლება და ის დაუბრუნდა თავის ოჯახს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმ წუთასვე დაიწყო გამოძიება და ჩვენ ვატარებთ ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას, რათა დადგინდეს, ზუსტად რა მოხდა, ვისი ბრალეულობა იყო. ჩვენი მხრიდან გაკეთდა შესაბამისი განცხადება, თუ რომელი მუხლებით არის გამოძიება დაწყებული. ვატარებთ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, მათ შორის ექსპერტიზებს. ასევე, მოხდა გასაუბრება გუშინ გადმოცემულ პირთან. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს. მთავარია, აქ აღინიშნოს უსაფრთხოების სამსახურის როლი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რათა მუდმივ რეჟიმში ყოფილიყო მოლაპარაკებები და ჩვენი მოქალაქე უვნებლად დაბრუნებულიყო“, – განაცხადა დარახველიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი