უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული 24 საათის განმავლობაში 69 სამხედრო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მტერმა განახორციელა 2 სარაკეტო და 26 საჰაერო დარტყმა, 62 შეტევა განხორციელდა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.
"რუსმა ოკუპანტებმა განახორციელეს თავდასხმის ოპერაციები რამდენიმე მიმართულებით ქვეყნის აღმოსავლეთით; მხოლოდ დონეცკის რეგიონში მარინკასა და ნოვომიხაილოვკას მახლობლად უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს მტრის 25-ზე მეტი შეტევა.
ბახმუტის მიმართულებით უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს დამპყრობლების 10-მდე თავდასხმა დონეცკის ოლქის ბოგდანოვკას, კლეშჩეევკასა და ანდრეევკას რაიონებში"- განმარტავენ გენშტაბში.
მათივე განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ მტრის დანაკარგებს ცოცხალი ძალითა და აღჭურვილობით, აძლიერებენ პოზიციებს მიღწეულ ხაზებზე.