ნატოს სამხედრო კომიტეტის პლენარული სხდომა საქართველოში

09 ნოემბერი 2023, 20:17 616 ნახვა

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ნატოს სამხედრო კომიტეტმა საქართველოსთან თანამშრომლობის ფორმატში სამხედრო კომიტეტის პლენარული სხდომა გამართა. სხდომის ფარგლებში, ნატო-ს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. ერთობლივ სხდომაზე ალიანსთან თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები  განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ალიანსთან  ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში