პოლონეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით ქვეყანამ ბელარუსის საზღვართან ახალი სამხედრო დაჯგუფება განათავსა

12 აგვისტო 2023, 22:11 1085 ნახვა

პოლონეთმა ბელარუსის საზღვართან ახალი სამხედრო დაჯგუფება განათავსა, – ამის შესახებ განცხადება პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა გააკეთა.

„მე გადავწყვიტე, შემექმნა ოპერატიული სამხედრო დაჯგუფება, რომელთა ამოცანა იქნება პოლონეთის არმიის წვრთნა და საჭიროების შემთხვევაში, მათი მხარდაჭერა”,- განაცხადა ბლაშჩაკმა.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, სამხედრო დაჯგუფების მიზანია მომზადება და თავდაცვა.

„პოლონეთის არმიის მიერ პოლონეთის საზღვრის გაძლიერებას კრემლის პროპაგანდისტული აპარატი გამოიყენებს. ამ სამხედრო სამუშაო ჯგუფის მიზანი არის ვარჯიში და თავდაცვა. გაითვალისწინეთ ეს, როდესაც გაიგებთ კრემლის პროპაგანდას, რომელიც იტყვის, რომ პოლონეთის არმია იკრიბება საზღვართან. ეს მართალია, მაგრამ პოლონეთის არმია აგრესორის შეკავებას აპირებს. ასეა და ასე იქნება, მიუხედავად ამ სხვადასხვა დეზინფორმაციული კამპანიისა“,- აღნიშნა ბლაშჩაკმა.

მარიუშ ბლაშჩაკის თქმით პოლონეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, საერთო ჯამში საზღვარზე დაახლოებით 10 ათასი ჯარისკაცი იქნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში