შეხვედრა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან

09 ნოემბერი 2023, 19:49 581 ნახვა

ალბანეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 23-წლამდელთა შორის წარმატებით იასპარეზეს აჭარის საჭიდაო სკოლის აღზრდილებმა. რომეო ბერიძე ვიცე-ჩემპიონი გახდა, ხვიჩა ანანიძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 2024 წელი ოლიმპიური წელია. მალე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი გაიმართება, სადაც რომეო უკვე დიდების ასაკში იასპარეზებს და ეროვნულ ნაკრებში მოხვედრას შეეცდება. დღეს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს და მის მწვრთნელს აჭარის სპორტის სამინისტროსა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელები შეხვდნენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი