ქალთა საერთაშორისო დღე

08 მარტი 2017, 00:00 3914 ნახვა

8 მარტს სრულიად საქართველოს ულოცავს უჩა ნანუაშვილი. ქალთა საერთაშორისო დღესთან  დაკავშირებით  სახალხო დამცველი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ,,განსაკუთრებული ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ დადებითი ცვლილებები და შედეგები, რაც ქვეყანაში ქალთა გაძლიერებისა და მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად განხორციელდა, თუმცა ამავდროულად, აუცილებელია ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომლებიც კვლავ გადაუჭრელია და მძიმედ აისახება სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის, გენდერული იდენტობის და სოციალური კუთვნილების მქონე ქალზე. მრავალი სტრატეგიული დოკუმენტი, სამოქმედო გეგმა თუ სტანდარტი იქნა შემუშავებული გენდერული თანასწორობის მისაღწევად, თუმცა კვლავ პრობლემად რჩება ისეთი არსებითი საკითხების გადაჭრა, როგორიცაა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა, თანაბარი შრომის თანაბარი ანაზღაურება, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა, ადრეულ ასაკში ქორწინება, სექსუალური შევიწროების რეგულაცია, რეპროდუქციულ და სქესობრივ ჯანმრთელობაზე ხელმისაწვდომობა და სხვა”-ნათქვამია განცხადებაში. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი