ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს - Politico

08 ნოემბერი 2023, 11:56 467 ნახვა

ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს, - ამის შესახებ ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გამოცემა Politico იტყობინება.

როგორც გამოცემა წერს, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკომისრები დღეს იმ ათი ქვეყნის პროგრესის განსახილველად შეიკრიბებიან, რომელთაც ევროკავშირის წევრობა სურთ.

ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში დღეს გამოქვეყნდება. ანგარიშში ევროკომისია შეაფასებს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, მათ შორის, 12 რეკომენდაციის შესრულებასაც, რის საფუძველზე ევროპულმა საბჭომ ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი უნდა გადაწყვიტოს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი