უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 78 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

07 ნოემბერი 2023, 09:51 421 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული 24 საათის განმავლობაში 78 სამხედრო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჯამში მტერმა განახორციელა 16 საჰაერო დარტყმა და 54 შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან, არიან დაღუპულები და დაჭრილები. დანგრეულია და დაზიანებულია საცხოვრებელი შენობები, სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

"რუსი ოკუპანტები აგრძელებენ შეტევებს უკრაინის აღმოსავლეთით რამდენიმე მიმართულებით, უკრაინის ჯარების პოზიციებზე და მშვიდობიან დასახლებებზე იერიშით, ამავდროულად უკრაინის შეიარაღებული ძალები აკავებენ დამპყრობლებს და აგრძელებენ წინსვლას ბახმუტთან და მელიტოპოლთან"- განმარტავენ გენშტაბში.

გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების თვითმფრინავებმა 6 დარტყმა განახორციელეს პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის ადგილებში და 1 დარტყმა მტრის საზენიტო სარაკეტო სისტემაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში