ღრმად ვარ აღშფოთებული რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მიმართ სასიკვდილო სროლის გამო უკანონო დაკავების დროს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს არის უხეში თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე.
„ეს კიდევ ერთხელ აშიშვლებს „ერთმორწმუნე ძმის“ ნამდვილ ბუნებას. დაუყოვნებლივ მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, ცალსახად დაგმონ რუსეთის ქმედებები, რომელმაც უხეშად და ურცხვად დაარღვია ყველა საერთაშორისო ნორმა“, – წერს ზურაბიშვილი.