ისრაელის არმიამ სირიის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული დარტყმების ამსახველი ვიდეოკადრები გაავრცელა. არმიის განცხადებით, ეს საპასუხო ცეცხლი იყო სირიიდან ისრაელის გოლანის მაღლობებზე გაშვებულ რაკეტებზე.
ბოლო დღეებში ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაფართოების რისკი მას შემდეგ გაჩნდა, რაც აშშ-მა უფრო მეტი სამხედრო დახმარება გაგზავნა რეგიონში.
ისრაელმა დაბომბა სამიზნეები ღაზაში და საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა ჰამასის ინფრასტრუქტურას სირიასა და ლიბანში.