უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 57 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

02 ნოემბერი 2023, 10:13 452 ნახვა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 57 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით,  ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 5 სარაკეტო და 75 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 56-ჯერ გაუხსნეს.

გენშტაბის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა წარუმატებელი თავდასხმები განახორციელეს კუპიანსკის, ბახმუტის, ავდიივკას, მარინკასა და შახტარის მიმართულებებით.

რუსულმა ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, სუმის ოლქის 7 სასაზღვრო დასახლება დაბომბეს. დაფიქსირდა 100-ზე მეტი აფეთქება.

ოკუპანტების მიერ, ზაპოროჟიეს ოლქზე სარაკეტო იერიშის შედეგად, დაიღუპა ერთი მამაკაცი. დაიბომბა ხერსონისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებიც, დაშავებულია 2 ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში