ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. დაშავებულია ერთი პირი.
თვითმხილველის ინფორმაციით, დაშავებული ქალი კლინიკა მედცენტრში გადაიყვანეს. როგორც ექიმები ამბობენ, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.