შავი ზღვის საერთაშორისო დღე

31 ოქტომბერი 2023, 14:45 668 ნახვა

შავი ზღვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო  უნივერსიტეტში სკოლის მოსწავლეებისთვის ცნობიერების ამაღლების მიზნით, შემეცნებითი  ღონისძიება გაიმართა.უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში შავი ზღვის ეკოლოგიური  გარემოს, არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ მოსწავლეებს პროფესორმა და მკვლევარმა რამაზ მიქელაძემ ლექცია წაუკითხა.ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდნენ შავი ზღვის  თემატიკის შესახებ სკოლებს შორის კონკურსში გამარჯვებულები.შავი ზღვის  დაცვის საერთაშორისო  დღის აღნიშვნის ღონისძიება ემბლასის მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ორგანიზაციის „მწვანე სექტორის“ მხარდაჭერით  იმართება. სინქრონი

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში