საზოგადოებრივ მაუწყებელში ივლისამდე გადაცემები არ დაიხურება. ამასთან როგორც არხის გენერალური დირექტორი ამბობს რეფორმა იქნება მაქსიმალურად უმტკივნეულო, გეგმა კი რომელზეც შეთანხმებას მიაღწიეს - ვასილ მაღლაფერიძის თქმით, ხვალ დამტკიცდება. საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის მიერ წარდგენილ ხედვებზე დღეს გამართულ კონფერენციაზე იმსჯელეს, რომელსაც მედიაექსპერტები, მესამე სექტორის, სამეურვეო საბჭოსა და მენეჯმენტის წარმომადგენლები ესწრებიან.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            