ავარიის შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა

29 ოქტომბერი 2023, 20:03 2971 ნახვა

ხელვაჩაურში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულები კლინიკებში ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩებიან. 6 დაშავებულიდან, ერთ-ერთის 35 წლამდე კაცის მდგომარეობა მძიმეა.

უბედური შემთხვევა ხელვაჩაურში გუშინ გვიან ღამით მოხდა. მახოს ხიდიდან გადავარდა ავტომობილი, რომელშიც 9 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყვნენ არასრულწლოვნები. დაიღუპა სამი ადამიანი, მათგან ორი ბავშვია.

მიმდინარეობს გამოძიება.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი