1937-38 წლებში საბჭოთა პოლიტიკური რეპრესიების დროს დახვრეტილი მოქალაქეები გაიხსენეს დღეს ხელვაჩაურში.
პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალთან რეპრესირებულთა შთამომავლები და ორგანიზაცია ‘’აჭარის მემორიალის’’ წარმომადგენლები შეიკრიბნენ და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
მსგავსი ღონისძიება მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ქვეყანაში იმართება.