ქართველი მებრძოლები ამ დრომდე ვერ ახერხებენ ბახმუტის მისადგომებთან მოკლული ლევან ლობჟანიძის ცხედრის გამოსვენებას. 45 წლის მებრძოლი რუსების სისასტიკეს ბახმუტთან ემსხვერპლა. დაჯგუფება თბილისის წევრი კლიშევკას დასახლებასთან შეტაკებების დროს საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოჰყვა.
ხუთკაციანი ქართული დანაყოფი სპეცოპერაციას ასრულებდა. მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
არსებული ინფორმაციით დაჭრილია კიდევ ერთი ქართველი დავით აბულაძე, ის ხარკოვის კლინიკაშია მოთავსებული.