ავარია ხელვაჩაურში - დაიღუპა სამი ადამიანი

29 ოქტომბერი 2023, 11:30 19070 ნახვა

უბედური შემთხვევა ხელვაჩაურში - მახოს ხიდთან მომხდარ ავტოავარიას მსხვერპლი მოჰყვა - გარდაიცვალა 3 ადამიანი, მათ შორის 2 არასრულწლოვანია.

არსებული ინფორმაციით, სულ ავტომობილში 9 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 6 დაშავებული სხვადასხვა კლინიკაში გადის მკურნალობას, ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.

მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ოჯახის წევრები ისხდნენ, მახოს ხიდიდან გადავარდა.

რა მუხლით წარიმართება გამოძიება ჯერ უცნობია

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში