რიკოთის მაგისტრალური გზის 27-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა. 4 ზოლიანი მონაკვეთი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევთან იწყება და მთავრდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაბა შორაპანთან.
ხევი-შორაპნის მონაკვეთი 65 ხიდსა და 38 გვირაბს მოიცავს. ახალი მონაკვეთი რიკოთზე გადაადგილების მანძილს 8 კმ-ით, ხოლო გადაადგილების დროს 25 წუთით ამცირებს.
ამასთან, სწორედ ხევი-შორაპნის მონაკვეთზეა საქართველოში ყველაზე გრძელი - 1 362 მეტრის ხიდი, ხოლო ამავე მონაკვეთზე ყველაზე გრძელი გვირაბის სიგრძე 1 640 მეტრია.