ბათუმში მაქაცარიას ქუჩის კეთილმოწყობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა სანიაღვრე და გარეგანათების სისტემები, ტროტუარი და ბორდიურები.
სამუშაოები მომდევნო წლის მაისის ბოლომდე დასრულდება, რისთვისაც 587 ათას 502 ლარია გათვალისწინებული.