ფესტივალი „ოქროს თვალი“ გრძელდება

28 ოქტომბერი 2023, 10:15 700 ნახვა
00:00
00:00

კინო და ტელე ოპერატორების ფესტივალი - ,,ოქროს თვალი'' გრძელდება. ფესტივალის ფარგლებში,  ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში  მასტერკლასი თემაზე - ,,ტექნოლოგიები სამაუწყებლო ინჟინრებისთვის’’ იმართება.

ტრენინგების შემდეგ კი  ფესტივალის ფარგლებში ტელეოპერატორებს შორის კონკურსი გაიმართება. კონკურსში გამოავლენენ საუკეთესო ტელეოპერატორულ ნამუშევარს, საუკეთესო სტუდენტურ ნამუშევარს და სარისკო კადრის ავტორებს.

გამარჯვებულ ნომინანტებს გამოცდილი საერთაშორისო ჟიური შეარჩევს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში