პატრიარქის ნათლული კიდევ 800 ბავშვი გახდა 

23 ოქტომბერი 2023, 11:44 673 ნახვა

სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა მორიგი 68-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა. პატრიარქის ნათლული კიდევ 800-მდე ბავშვი გახდა. ნათლობის დასრულების შემდეგ ილია მეორემ ნათლულები დალოცა.

პატრიარქის ინიციატივით საყოველთაო ნათლობა 2008 წელს დაიწყო და მისი მიზანი ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

ამ დროისთვის ილია მეორეს 47 ათასამდე ნათლული ჰყავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი