ხის დარგვის დღე

22 ოქტომბერი 2023, 11:15 538 ნახვა

ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,  სოფელ მისაქციელის საჯარო სკოლის ეზოში დარგვის აქცია გაიმართა. სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე  20-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო. 

ეროვნული სატყეო სააგენტოს კამპანიას - „დარგე ხე“ სკოლის მოსწავლეებთან ერთად, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები - სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები, მსახიობები და სპორტსმენები შემოუერთდნენ. 

ნარგავების მოვლა-პატრონობაზე  მოსწავლეები თავად იზრუნებენ. ღონისძიების მიზანი  ტყის  მოვლა-აღდგენასა და შენარჩუნებასთან  დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

ცნობისთვის ხის, დარგვის საერთაშორისო დღე 1874 წელს დაარსდა. მისი დამაარსებელი ამერიკელი ბოტანიკოსი, სოფლის მეურნეობის მინისტრი სტერლონგ მორტონია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი