ბათუმის ხელოვნების სახელწიფო უნივერსიტეტი კიდევ ერთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას მასპინძლობს. “კულტურა და ხელოვნება თანამედროვე კონტექსტში“ - ეს არის კონფერენციის ძირითადი თემა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები სამეცნიერო ნაშრომებს წარადგენენ. გახსნის ცერემონიის შემდეგ კონფერენცია სესიების ფორმატში გაგრძელდა.
ხელოვნებათმცოდნეობის, მუსიკისმცოდნეობისა და თეატრმცოდნეობის ჯგუფებში დისკუსიები უკვე დაიწყო, პრეზენტაციები ხვალიდან სხვა თემატურ პანელებზე გაგრძელდება.
კონფერენცია წელს მე-6-ედ ტარდება და მასში 70-მდე ხელოვანი მონაწილეობს.