ევროკავშირში მოგზაურობის შესახებ ინფორმირებისა და ავტორიზაციის ელექტრონული სისტემის ამოქმედება 2025 წლის გაზაფხულამდე გადაიდო - გადაწყვეტილებას მხარი ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებმა დაუჭირეს.
მინისტერიალის შემდეგ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, საინფორმაციო სისტემა გამოიყენება წევრი ქვეყნების მიერ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, საზღვრების კონტროლისა და მიგრაციული ნაკადების მართვისთვის.
სისტემის ამოქმედების შემდეგ იმ ქვეყნების მოქალაქეებმა, რომელთაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა აქვთ, გამგზავრების წინ უნდა გააგზავნონ ელექტრონული ანკეტა, ავტორიზაციას კი სისტემის დამუშავების შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებენ.
მომსახურების საფასური 7 ევროა.