სახალხო დამცველი პარლამენტში ანგარიშს წარადგენს

20 ოქტომბერი 2023, 11:45 505 ნახვა

პარლამენტში, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშით წარსდგება. ანგარიში წინა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ  მოამზადა და პარლამენტს მიმდინარე წლის 31 მარტს წარედგინა. საანგარიშო პერიოდში - 2022 წელს, სახალხო დამცველის აპარატში 5 ათას 277 განცხადება შევიდა, რომელზეც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება განხორციელდა.

სახალხო დამცველმა სახელმწიფო უწყებებს 74 რეკომენდაციით მიმართა. როგორც ლევან იოსელიანმა ანგარიშის საკომიტეტო განხილვისას აღნიშნა, ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ადამიანთა უფლებრივ მდგომარეობაზე უარყოფით გავლენას ახდენს, სიღარიბე კვლავ ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება. ქვეყანაში არსებული ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემაა ბავშვთა სიღარიბე.

ანგარიშის თანახმად, პრობლემურია პატიმრებისათვის სომატური და ფსიქიატრიული ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა. კვლავაც არსებობს გენდერული ნიშნით ქალთა მკვლელობების კუთხით არსებული გამოწვევები. პრობლემატურია   ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოთავსებული პაციენტების ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი