ერთ საათში ქვეყნისთვის ეროვნული უსაფრთხოების მთავარ გამოწვევებზე უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ისაუბრებს.
გასული წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ გრიგოლ ლილუაშვილი დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხებს.
ოპოზიცია სუს-ის მიერ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის საქმეზე აპირებს ყურადღების გამახვილებას, ისინი ასევე სვამენ შეკითხვას - რატომ ხდება მოსკოვისა და "ქართული ოცნების" ინტერესების თანხვედრა?
სუს-ის მუშაობის სტანდარტები აკმაყოფილებს და შენიშვნები არ აქვს მმართველ გუნდს.