საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტი ვერ შედგა, სალომე ზურაბიშვილი პოსტზე რჩება, რაც დღეს ისევ პოლიტიკური შეფასებების საგანია.
საკითხს 100-მდე დეპუტატის მხარდაჭერა რომ არ ჰქონია, ''ქართულ ოცნებას'' არ გაჰკვირვებია. ისინი დღესაც სალომე ზურაბიშვილს ნაციონალურ მოძრაობასთან კოალიციაში სდებენ ბრალს და ისევ ამბობენ, რომ თუ მთვარობის ნებართვის გარეშე სალომე ზურაბიშვილი საზღვარგარეთ ვიზიტს კიდევ დაგეგმავს, შესაძლოა ეს სისხლის სამართლის საქმე გახდეს.
„ნაციონალური მოძრაობა“ კი ამბობს, რომ ოპოზიციის ერთიანობამ სალომე ზურაბიშვილს პოსტი შეანარჩუნებინა, თუმცა მიმდინარე პროცესით ევროპულ გზაზე ქვეყნის იმიჯი კიდევ ერთხელ შეილახა.