ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ შემოვლით გზაზე მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილობრივების განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული. ხანძრის გამო, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეფერხებულია.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებიან.