საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა დაიწყო. სხდომას ესწრება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
ამ წუთებში საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში სიტყვით გამოდის წარდგინების ავტორი, ირაკლი კობახიძე.
ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პროცედურასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილს ექნება შესაძლებლობა, 15-წუთიანი რეგლამენტით მიმართოს პარლამენტს, ასევე იქნება კითხვების დასმის საშუალება.
გარდა ამისა, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ შევიდა წერილი, რომ ისინი ბოიკოტს უცხადებენ სხდომას და არ ესწრებიან.
პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად პარლამენტის 100 წევრის მხარდაჭერაა საჭირო.