ისრაელის არმია ღაზაში სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება

16 ოქტომბერი 2023, 11:20 454 ნახვა

ღაზის სექტორში ისრაელის  საჰაერო  და საარტილერიო დარტყმები, ასევე  სახმელეთო ოპერაციისთვის მზადება გრძელდება.  ისრაელის არმიის პრეს-ატაშეს განცხადებით, სექტორი უკვე დატოვა ნახევარმა მილიონმა  ადამიანმა. 

პარალელურად ისრაელი ლიბანსაც ბომბავს  დაჯგუფება ჰეზბოლას  მიერ  ისრაელის არმიის პოზიციებსა  და ჩრდილოეთ სასაზღვრო სოფელზე თავდასხმების საპასუხოდ. მანამდე გაეროს სამშვიდობოებმა სასაზღვრო შეტაკებების ესკალაციის შესახებ განაცხადეს. ისრაელის არმიის  მიერ გავრცელებულ ვიდეოში  სამხრეთ ლიბანში  ჰეზბოლას ობიექტებზე თავდასხმებია ასახული.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ  განაახლა მონაცემები 7 ოქტომბერს დაღუპული უცხო ქვეყნების მოქალაქეების შესახებ. ჰამასის ბოევიკებმა  148 უცხოელი მოკლეს. დაღუპულთა და დაკარგულთა უმეტესობა ამერიკის მოქალაქეა. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა  შეერთებული შტატების 19 მოქალაქე,  20 კი დაკარგულია.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო მონაცემებით,   7 ოქტომბერს ისრაელში დაიღუპა აშშ-ს სულ მცირე 30 მოქალაქე, 13 კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა - ისინი სავარაუდოდ მძევლად აიყვანეს.

ტაილანდმა და საფრანგეთმა დაკარგეს 15 მოქალაქე, უკრაინამ და რუსეთმა - 13, დიდმა ბრიტანეთმა და არგენტინამ - რვა.  სულ ოცდაათი ქვეყნის მოქალაქე გახდა ჰამასის მსხვერპლი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში