აჭარის ღია პირველობა ყინულის ჰოკეიში. შეჯიბრება 2002-2007 წლებში დაბადებულთა შორის მიმდინარეობს, ამ წუთებში ერთმანეთს ბათუმისა და ქუთაისის გუნდები ხვდებიან. გუშინ კი ერთმანეთს ბათუმის სპორტულ - ახალგაზრდული ცენტრის გუნდი და თბილისის “ღამის მეომრები” დაუპირისპირდნენ. რომელიც ბათუმის გუნდის სასრგებლოდ 6-ით 3 დასრულდა. შეჯიბრება დღეს დასრულდება. ტურნირი საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაციისა და ბათუმის სპორტულ - ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით იმართება