ბათუმის ბულვარის ფრენბურთის მოედანზე, თემურ ზაქარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი ფრენბურთში ოფიციალურად გაიხსნა, შეჯიბრება სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და 15 ოქტომბერს დასრულდება. მასში 12 გუნდი მონაწილეობს. გამარჯვებულები კვირას გამოვლინდებიან.
თემურ ზაქარაძე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში მონაწილე და ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენის მფლობელი, 2004-2015 წლებში – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის სამმართველოს უფროსი იყო.
თემურ ზაქარაძე ვარჯიშის დროს გარდაიცვალა. მისი სახელობის ტურნირი 2016 წლიდან იმართება.