დღეს უნგრეთისა და საქართველოს პრემიერები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. ერთობლივ ბრიფინგს ირაკლი ღარიბაშვილი და ვიქტორ ორბანი თელავში, ერეკლე მეფის სასახლეში გამართავენ.
უნგრეთის პრემიერის საქართველოში ვიზიტის მესამე დღეს, დაგეგმილია მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის გამართვა, ასევე გაფორმდება ქვეყნებს შორის პარტნიორობასთან დაკავშირებული რამდენიმე მემორანდუმი.
ოფიციალური შეხვედრები უნგრეთის პრემიერმა თბილისში გუშინ დაიწყო.