მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა

10 ოქტომბერი 2023, 10:44 442 ნახვა

მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვა პარლამენტში დაიწყო, განხილვა ერთდროულად პარლამენტის ექვსი კომიტეტის სხდომაზე იგეგმება.

მომავალი წლის ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, ბიუჯეტი 27 მილიარდ 800 მილიონით არის განსაზღვრული და ის მიმდინარე წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე დაახლოებით 5 მილიარდით მეტია.

ცნობილია, რომ დამატებითი თანხები ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამებისთვის, პენსიისა და ხელფასების ზრდაზეა გათვალისწინებული.

საპარლამენტო ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ  გაზრდილ ბიუჯეტს ხელისუფლება წინასაარჩევნოდ პროგრამებისთვის გამოიყენებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი