საქართველოს მოქალაქის დაშავების, დაკარგვის ან გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საელჩოში არ შემოსულა, გარდაცვლილია ორი ქართველი-ებრაელი - ლაშა ჟვანია

09 ოქტომბერი 2023, 10:32 502 ნახვა

ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, საქართველოს მოქალაქის დაშავების, დაკარგვის ან გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საელჩოში არ შესულა.

მისივე თქმით, ჰამასის თავდასხმის შედეგად დაღუპულია 2 ქართველი ებრაელი.

"ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, საქართველოს მოქალაქის დაშავების, დაკარგვის ან გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საელჩოში არ შესულა. ღვთის წყალობით, იმედი გვაქვს, რომ ასე დასრულდება ეს ყველაფერი, რომ არ იქნება საქართველოს რომელიმე მოქალაქე დაშავებული ან გატაცებული. ყოველ შემთხვევაში, 2 დღის განმავლობაში ასეთი დადასტურებული ინფორმაცია არ შემოსულა. დღეისათვის ორი ქართველი ებრაელია გარდაცვლილი. ჩვენი ნაწილია ესეც - ბუზუდაშვილი, პოლიციის თანამშრომელი, რომელიც გმირულად ასრულებდა თავის მოვალეობას და არის კიდევ ერთი ახალგაზრდა კაცი, ავი აბრაამ ქუბელაშვილი, რომელიც აქ შეტაკებების დროს გარდაიცვალა. ჩვენ ვიზიარებთ ჩვენი ძმებისა და დების ამ საშინელ ტრაგედიას და ტკივილს და მათთან ერთად ვართ ამ გასაჭირის დროს", - აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.

სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში