ყველაფერი გავაკეთეთ და ვაკეთებთ, რათა გავაძლიეროთ ჩვენი მეგობრობა, ჩვენი პარტნიორობა ერებს შორის, ეს შეხვედრები ემსახურება ჩვენი ქვეყნების დაახლოებას და მეგობრობის გაძლიერებას, – ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მნიშვნელობას, თქვა რომ თუ სომხეთი თანხმობას განაცხადებს მყისიერად დაიწყებენ ორმხრივ და სამმხრივ შეხვედრებს საქართველოში.
ილჰამ ალიევის თქმით, სომხეთ-აზერბაიჯანის საკითხში საქართველოს ჩართულობა საჭიროა და მან მადლობა გადაუხადა ირაკლი ღარიბაშვილს მზაობისთვის - დახმარება აღმოუჩინოს მათ და საქართველო იყოს ფასილიტატორი.
პრემიერის განცხადებით კი შეხვედრაზე აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილა, და კონკრეტულ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც აზერბაიჯანთან თანამშრომლობით ხორციელდება.