ინდოეთში წყალდიდობის შედეგად დაკარგულ ადამიანებს ეძებენ

06 ოქტომბერი 2023, 10:10 405 ნახვა

ინდოეთის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობიდან მესამე დღესაც სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 22 სამხედრო მოსამსახურეა. დაღუპულთა რაოდენობა ბოლო მონაცემებით 19 მოქალაქეს შეადგენს.

მასობრივმა წყალდიდობამ დააზიანა ელექტროგადამცები ხაზები და რამდენიმე ადგილას აფეთქება გამოიწვია. სტიქიის შედეგად დაზარალდა 22 ათასზე მეტი ადამიანი.

15 ოქტომბრამდე ყველა სასწავლო დაწესებულება დაკეტილია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში