რუსთავი 2-ის შენობასთან აქცია შეწყვეტილია. აიღეს კარვებიც, თუმცა სამაუწყებლო კომპანიასთან დილიდან მივიდნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ასევე სხვა მოქალაქეები. მათი განცხადებით ის რომ სამაუწყებლო კომპანიის მესაკუთრედ უზენაესმა სასამართლომ ქიბარ ხალვაში და მისივე კომპანია “პანორამა” მიიჩნია პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.