გაზმომარაგების აღდგენა აჭარაში ეტაპობრივად დაიწყო. „სოკარ ჯორჯია გაზი“ მოუწოდებს მოქალაქეებს დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის ონკანები.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ მაგისტრალური გაზსადენი დააზიანა, რის გამოც 100 ათას აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა.