უხვი ნალექის გამო უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას "ბათუმის წყალი", გამწვანებისა და დასუფთავების სამსახურები - ინფორმაცია ამის შესახებ ბათუმის მერიამ და ბათუმის წყალმა გამოაქვეყნა.
მათივე ინფორმაციით, ღამით მიმდინარეობდა ზღვაში გამსვლელი არხების გაწმენდა.
სანიაღვრე არხების გამტარუნარიანობისთვის იწმინდებოდა ცხაურები.