საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობის 27 წლის ისტორიაში პირველად, მოსამართლეთა კოლეგია პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას იწყებს.
უკვე ცნობილია, რომ სხდომას თავად პრეზიდენტი არ დაესწრება, მის ინტერესებს კი თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი დაიცავენ, რომელთაც ზურაბიშვილი ნდობას უცხადებს. თუმცა მათ არგუმენტებს და პოზიციას იწუნებს ''ქართული ოცნების'' თავმჯდომარე, რომელმაც სხდომის დაწყებამდე ბრიფინგი გამართა.