შავი ზღვის მუსიკალური ფესტივალი წუხელ საზეიმო ვითარებაში ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გაიხსნა. ფესტივალი დვორჟაკის მეცხრე სიმფონიით დაიწყო, რომელიც კლასიკური მუსიკის მონუმენტს წარმოადგენს.
ორკესტრს ისლანდიელმა მაესტრომ გუდნი ემილსონმა უდირიჟორა. მასთან ერთად, გრანდიოზულ კონცერტში მონაწილეობდა ცნობილი იტალიელი ფლეიტის ჯადოქარი, ჯუზეპე ნოვა, რომელმაც ვერდის უკვდავი ნაწარმოების ტრანსკრიფციები ააჟღერა.
ფესტივალი ბათუმში უკვე მეექვსედ UNESCO-ს პატრონაჟით ტარდება. ცხრიდან ერთი დღე - სრულად საქველმოქმედო იქნება. შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის მიზანია, ქვეყნის და ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო პლატფორმაზე წარდგენა.